7 წელი ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან - 2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო. 7 წლის წინ ამ დოკუმენტს ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.
აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმაა.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს და მასში გაწერილია ევროკავშირთან დაახლოების კონკრეტული მექანიზმები.
შეთანმხება დროებით 2014 წლის პირველ სექტემბერს ამოქმედდა. 2016 წლის 1 ივლისს კი, ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ რატიფიკაციის პროცედურების დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად 2010 წლის ივლისში დაიწყო და 2013 წლის ივლისში დასრულდა.