სახალხო დამცველს დღეს ნინოწმინდაში ელოდებიან. ნინო ლომჯარია ბავშვთა პანსიონში 13:00 საათისთვის მიდის. ომბუდსმენს მასპინძლობას პანსიონის ახალი ხელმძღვანელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი გაუწევს.
პანსიონატში შესვლაზე თანხმობა ხანგრძლივი უშედეგო მცდელობის შემდეგ ნინო ლომჯარიას პანსიონის ხელმძღვანელმა დაახლოებით 10 დღის წინ, თბილისში გამართული შეხვედრისას მისცა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მისი ჩასვლის შემდეგ ბავშვთა სახლში მონიტორინგი დაიწყება.