06 მაისი 2024,   15:52
ვრცლად
ბანგლადეშში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა

ბანგლადეშში, აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა. ინციდენტი დედაქალაქში, ხალხმრავალი უბნის სამსართულიან შენობაში მოხდა.

დაღუპულებს შორის ბავშვიცაა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლოს მდებარე შენობები და სამი ავტობუსი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

დღის ამბები