06 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
მამაკაცი სახლში ლომთან ერთად ცხოვრობდა, TikTok-ზე გავრცელებული ვიდეოს შემდეგ მტაცებლის კონფისკაცია განხორციელდა - შემთხვევა კამბოჯაში 

კამბოჯის ხელისუფლებამ მოშინაურებული ლომის კონფისკაცია განახორციელა. ცხოველთა მეფე ოჯახში შინაური ცხოველივით ჰყავდათ. ლომის კონფისკაცია მას შემდეგ გადაწყდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ ეხუტებიან, უვლიან და აბანავებენ მტაცებელს სახლის პირობებში. 

ადგილობრივი ჩინოვნიკების განცხადებით, ლომი კამბოჯაში ჩინეთის მოქალაქემ შეიყვანა და მასთან ერთად დედაქალაქში, პნომპენში ცხოვრობდა.

ლომის მოძიება სამართალდამცველებმა აპრილში, TikTok-ზე გავრცელებული ვიდეოს შემდეგ დაიწყეს, ახლა კი 18 თვის ლომი ველური ბუნების სპეციალურ ცენტრშია გადაყვანილი. უცნობია, ემუქრება თუ არა რაიმე სანქცია ლომის უკანონო მფლობელ მოქალაქეს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია Wildlife Alliance-ის განცხადებით, საცხოვრებელ სახლში ველური ცხოველის ყოფნა დაუშვებელია შესაბამისი პირობების არარსებობის გამო, ამასთან, ლომს კბილები ჰქონდა ამოძრობილი, რაც მის სიცოცხლის უნარიანობას მნიშვნელოვნად აქვეითებს. 

დღის ამბები