17 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის სიტყვით გამოსვლისას საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაირთო. 

როგორც გაირკვა, ჰიმნი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნონა მამულაშვილმა ჩართო. ამ ინციდენტის გამო მიხეილ სარჯველაძის სიტყვით გამოსვლა დროებით შეფერხდა.

"ადგილას, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს რომ აჟღერებთ, ბრავო, ბრწყინვალე მაგალითია. სირცხვილი ქალბატონ ნონას. კარგად აჩვენებს ეს ყველაფერს, დამნახავი დაინახავს,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ინციდენტის შეფასებისას.

"კარავში შეგიძლია ეს გააკეთოთ, ჩაბრძანდეთ და ძალიან დიდი სიამოვნებით მოგისმენენ ალბათ იქ,"- მიმართა მიხეილ სარჯველაძემ ნონა მამულაშვილს.

 

დღის ამბები