პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლება კორუფციაში იხრჩობა. ბეჟაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დროს სასამართლო ხელისუფლება არ იყო თავისუფალი, თუმცა სასამართლოს დამოუკიდებლობა არც "ქართული ოცნების" მმართველობის დროს შეცვლილა.
"ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში, ბუნებრივია, იყო პრობლემა და ამას ნამდვილად ვერავინ უარყოფს, მაგრამ სულ სხვა ამოცანები გადავწყვიტეთ, იქნებოდა ეს სასამართლო ხელისუფლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარდაქმნა მთლიანად, მაგრამ დამოუკიდებლობის თავლსაზრისით, იგივე შეფასებას მივცემდი რაც დღეს არის, 10-დან 2-3 ქულას. თუმცა არ იყო სასამართლო ხელისუფლებაში კორუფცია. დღეს დამოუკიდებლობაც დაკარგეს და კორუფციაში იხრჩობა სასამართლო სისტემა და მოსამართლეები მდიდრდებიან და მინიოლიგარქებად გვევლინებიან,"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.