17 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
ეს იყო პოლიტიკური აქტი და ჩვენმა პარტნიორებმა თქვეს ხმამაღლა, რომ ამ ქვეყანას სჭირდება მართლმსაჯულების რეფორმა - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში სასამართლო ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის უნდობლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს, სასამართლო ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საჭიროა მართლმსაჯულების რეფორმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჩვენმა პარტნიორებმაც აღნიშნეს ეს.

"დღეს სასამართლო ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობა არის 0%. არავის არ სჯერა ამ სასამართლო ხელისუფლების. ეს ადამიანები იბრძვიან მხოლოდ თავიანთი უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცებაზე, იმაზე, რომ 10 წლით კი არ იყვნენ დანიშნულები, იყვნენ დანიშნულები მუდმივად. იმისათვის იბრძვიან, რომ კონკრეტულად სააპელაციო ან რაიონულ სასამართლოში კი არ იყვნენ, უზენაეს სასამართლოში მოხვდნენ და ამიტომ არის დღეს ჩვენ რომ ვამბობთ, რომ სასამართლო ხელისუფლება კი არ გვაქვს, გვაქვს კლანური მმართველობა ამ ხელისუფლებაში, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთებისთვის არის მოწადინებული და ბუნებრივია მერე ამ პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან აქვთ გაპრავებული ყველაფერი ისე, რასაც ისინი კორუფციული თვალსაზრისით აკეთებენ.

ამიტომ ვითხოვდით დღეს ჩვენ, რომ სანამ გადავიდოდით შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე და მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმის გაძლიერებაზე, ჯერ ერთი და რატომ უნდა ყოფილიყო ეს შეთანხმებული სამოსამართლო კორპუსთან, ეს იყო პოლიტიკური აქტი და გადაწყვეტილება, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჩვენმა პარტნიორებმა თავიანთი სიტყვა თქვეს ხმამაღლა, რომ ამ ქვეყანას სჭირდება მართლმსაჯულების რეფორმა," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები