17 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ლევან ბეჟაშვილი იყო იმ საბჭოს წევრი, რომელიც იმ დროს მოსამართლეებს ნიშნავდა და ათავისუფლებდა - ალუდა ღუდუშაური

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ლევან ბეჟაშვილის ბრალდებების საპასუხოდ აცხადებს, რომ ლევან ბეჟაშვილი სწორედ იმ საბჭოს წევრი იყო, რომელიც იმ დროს მოსამართლეებს ნიშნავდა და ათავისუფლებდა. 

"ბატონი ბეჟაშვილი, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს, იყო იმ საბჭოს წევრი, რომელიც იმ დროს მოსამართლეებს ნიშნავდა და ათავისუფლებდა.

ბატონი ბეჟაშვილი საუბრობდა რაღაც ნეპოტიზმზე, კორუფციაზე და კლანურ მმართველობაზე სასამართლოში, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს საუბრობს, ლევან ბეჟაშვილი იყო იმ საბჭოს წევრი და ერთი სიტყვაც არ დაცდენია მაშინ, როცა ძმები კუბლაშვილები იყვნენ ამ საბჭოს წევრები და ამ ძმების გვერდით ძალიან კომფორტულად იყო მისკუპებული ბატონი ბეჟაშვილი. რა კლანურ მმართველობასა და ნეპოტიზმზე საუბრობს, ამ დროს საერთოდ თვალიც არ აუხამხამდებათ ისე საუბრობენ, თითქოს საერთოდ ციდან არის მოტანილი ის ბრალდებები, რომლებიც მათი მისამართით ისმის," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები