ხობის რაიონის სოფელ ქვენოჯიხევში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათ სოფელში რამდენიმე დღის წინ დაგებული ასფალტის ხარისხი გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არამიზნობრივად გაიხარჯა.
მათი თქმით, გზა უკვე იშლება. სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ მერიისგან რეაგირებას ითხოვს.