16 წლის მოზარდი გურიაში შემთხვევით დაჭრეს. "კურიერის" ინფორმაციით, ბიჭი პნევმატურ იარაღს ამოწმებდა, რა დროსაც საფანტი შემთხვევით გავარდა. მას ჭრილობები ყელის არეში აქვს.
ინციდენტის დეტალებს ახალგაზრდა მამაკაცის ბებია "კურიერთან" იხსენებს. ამბობს, რომ მეგობრები სახლში გუშინ, დღის მეორე ნახევარში, მოტოციკლის შესაკეთებლად შეიკრიბნენ, სწორედ ავტოფარეხში დაიჭრა 16 წლის არასრუწლოვანიც, მაგრამ ის საავადმყოფოში ისე გადაიყვანეს, რომ ბებიამ ვერაფერი შენიშნა.
კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც ოჯახის წევრებს პასუხი არ აქვთ - როგორ მოხდა არასრულწლოვნების ხელში პნევმატური იარაღი.
დაჭრილი მოზარდი, მდგომარეობის გაუარესების გამო, ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო 118–ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.