საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დამტკიცებულია. უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც საარჩევნო კოდექსის მიღებაში მონაწილეობა მიიღო.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმა ყველას მუშაობის შედეგია, გარდა "ლელოს" და "ნაციონალური მოძრაობის".
"პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო რეფორმას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დღეს მივიღეთ პაკეტი, რომელიც 6 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს. საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, წინასაარჩევნო კამპანია, ხმების დათვლის პროცედურა, ხმის მიცემის პროცედურა და საარჩევნო დავები.
მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერებმა მხარი დაუჭირეს ამ პროექტს. ხაზგასასმელია, რომ ამ პროექტს ენმ-სთან ერთად, მხარი არ დაუჭირა პარტია "ლელომ". სამწუხაროა, რომ მათ ასე მოუწიათ საკუთარი თავის ჩვენება.
მინდა ყველას მივულოცო კანონის მიღება და ახლა მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონის იმპლემენტაცია და დიდი იმედი მაქვს ესეც წარმატებით ჩაივლის,"- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.