17 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება - მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების გათავისუფლება იქნება

დღეიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება. მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების გათავისუფლება იქნება. ქართული დელეგაციის განცხადებით, საკითხები ასევე შეეხება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და გადაადგილების შეზღუდვას.

საქართველოს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შედეგის მომტანი იქნება და რუსეთი ლეგიტიმურ მოთხოვნებს შეასრულებს.

"უმთავრესი საკითხი იქნება ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან როგორც აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ასევე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ქართული დელეგაციის მხრიდან უმწვავესად იქნება საკითხი დაყენებული მათი უპირობო გათავისუფლების შესახებ. ასევე რა თქმა უნდა ჩვენ ვიმსჯელებთ გადაადგილების თავისუფლებაზე, გალი და ახალგორის რაიონში შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც უკიდურესად მძიმეა და საუბარი გვექნება დევნილთა დაბრუნებაზეც," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე.

დღის ამბები