Amnesty International ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება არ ასრულებს თავის ვალდებულებებს პანსიონში განთავსებული ბავშვების დასაცავად.
ორგანიზაციაში ბავშვების მიერ გაჟღერებული ბრალდებების დროული გამოძიებისა და სავარაუდო მოძალადეებისგან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვების ჩამოშორების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.