17 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
იურიდიული კომიტეტი დღეს სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატების დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს

იურიდიული კომიტეტი დღეს სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატების დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს. სამუშაო ჯგუფში უმრავლესობასთან ერთად ყველა ოპოზიციური პარტიის თითო წევრი იქნება წარმოდგენილი.

კომისიაში მონაწილეობისთვის სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციასაც მიმართავენ. კვირის ბოლოს კი მოსამართლეთა მოსმენებისთვის განკუთვნილი გეგმა გაიწერება.

"გვაქვს ვალდებულება საქართველოს პარლამენტის შესაბამისად შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაადგენს კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან. ამ მიზნით ჩვენ გვექნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ ჯგუფს იქნება ეს ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი თუ უფრაქციოები, შევთავაზებთ და უკვე აქვთ დაგზავნილი ეს შეთავაზება, რომ მათ წარმოადგინონ თითო წევრი ამ სამუშაო ჯგუფში. კვირის ბოლოს უკვე გავწერთ გეგმას, თუ როდიდან დავიწყებთ მოსმენას, რა ინტენსივობით და ვისი ჩართულობით," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები