ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის ინფორმაციით, ქართული მხარე ზაზა გახელაძისა და სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს დააყენებს. უმრავლესობა მსგავსი სახის საერთაშორისო ფორმატების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, ოპოზიცია კი ხელისუფლებას ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად დაყენებისკენ მოუწოდებს.
"ამ ხელისუფლების პირობებში ვერანაირ კონკრეტულ შედეგს საქართველოს სახელმწიფო ვერ მიიღებს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატიდან, ეს არის სახელმწიფო, რომელიც ჟენევის მრავალმხრივ ფორმატის ჩანაცვლებას ცდილობდა გამუდმებით ორმხრივი ფორმატით, ეს არის კარასინის ფორმატი, სადაც ხდება მოლაპარაკებები იმ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით უნდა ვესაუბრებოდეთ ოკუპანტ ქვეყანას," – აცხადებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ხელისუფლებას მართებს ძალიან მკაფიოდ და პრინციპულად დააყენოს თავისი ქვეყნის ინტერესების ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე, რისი პრობლემაც, მისივე თქმით, სამწუხაროდ ხშირად არსებობს.
"სწორედ ამის ასახვა იყო მაგალითად NATO-ს სამიტი, სადაც საქართველო სტუმრის სტატუსით მიწვეული არც კი ყოფილა. პრობლემები, რომლებიც დღეს არის, განსაკუთრებით გახელაძის საკითხი და არა მხოლოდ, იქნება ყველა ტრიბუნიდან და ყველა ფორმატში ძალიან პრინციპულად დასმული," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.