"აღმოსავლეთ პარტნიორობაში" მონაწილეობის შეჩერების მიუხედავად, ევროკავშირი მზად არის ბელარუს ხალხთან მუშაობა გასაგრძელებლად - ამ განცხადებით, საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, ბელარუსის მიერ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" დატოვებას ეხმაურება.
ლუკაშენკოს რეჟიმის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც. მისი განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობაში ყოველთვის იქნება დემოკრატიული ბელარუსის ადგილი.
ბელარუსმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში მონაწილეობა გუშინ შეაჩერა.
ამასთანავე, საკუთარი წარმომადგენელი გამოიწვიეს ევროკავშირიდან და ბელარუსის საგარეო უწყებაში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი. მიზეზი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებია.