გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 ივნისს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით (მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ამინდი რეგიონების მიხედვით:
დღეს ბათუმში +24, ფოთში კი +25 გრადუსი სითბო იქნება,
+25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი სოხუმშიც.
ზუგდიდში +26 გრადუსი.
+27 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი ახალციხეში.
ქუთაისში +26 გრადუსი სითბო იქნება.
ლენტეხში +27.
ცაგერში +25.
ამბროლაურში კი 27 გრადუსია მოსალოდნელი.
+28 გრადუსია მოსალოდნელი ცხინვალში.
გორში +31.
+35 გრადუსია ნავარაუდევი თბილისში.
რუსთავში +37.
თელავში +33.
სიღნაღში 33 გრადუსი სითბო, ხოლო ყვარელში +35 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.