ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 ივნისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1579 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც 28 ივნისის ჩათვლით მოქმედებდა, 3.1489 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0090 ლარი შეადგინა.
ლარის კურსმა ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც, სებ-ის ინფორმაციით, 28 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 ევროს ღირებულება 3.7690 ლარი გახდა. კურსი რომელიც 28 ივნისის ჩათვლით მოქმედებდა, 3.7601 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0089 ლარი შეადგინა.
28 ივნისის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეიდან შევიდა.