17 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
პარლამენტზეა დამოკიდებული, რამდენად შესრულდება 19 აპრილის შეთანხმება, ამაზე მოაწერეს ხელი პარტიებმა, რომ უნდა მოხდეს ფართო მსჯელობა და დისკუსია - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განაცხადებით, კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის

"მოხარული ვარ, მოსამართლეებმა გააკეთეს კომენტარი, რომ ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ყველასთან სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. ზუსტად ამას ვაკეთებთ აშშ-ს საერთაშორისო პარტნიორები ბოლოს 25 წლის განმავლობაში, რადგან კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისა. პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ასევე განაცხადეს თანხმობა ამ საკითხზე, რომ მნიშვნელოვანია და უნდა განხორციელდეს ფართო ინკლუზიური დებატი სასამართლო რეფორმისა და შემდგომში რეფორმის განხორციელება. ზუსტად ამისი გზამკვლევი არის მოცემული 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს, რომელიც ასევე გულისხმობს დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, ვიდრე ეს ფართო და ინკლუზიური დებატი და მსჯელობა განხორციელდება სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად.

იმედი გვაქვს, რომ უკვე სამუშაო ჯგუფებში იქნება ამ ტიპის დებატები, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ორგანიზაციებსა და შესაბამისად, მოხდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებაზე მსჯელობა, ეს ყველაფერი მოცემულია 19 აპრილის შეთანხმებაში.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატთა სია, თუმცა ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული და მათი უფლებამოსილებაა, რამდენად შესრულდება 19 აპრილის შეთანხმება, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი, რომ უნდა მოხდეს ფართო მსჯელობა და დისკუსია. ამისთვის მოცემულია გზამკვლევი და იქ არის მესამე, მეოთხე რეფორმების ტალღების შეფასება განხორციელდეს და დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები, რაც იქნება საერთო შეთანხმების საგანი. ზუსტად ამაზე შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიები, ამაზე მოაწერეს ხელი, ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული ეს საკითხი," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები