ამერიკის ელჩი თბილისში დაგეგმილ ღირსების მარშს ეხმაურება. კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ 5 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება მშვიდობიან გარემოში ჩატარდება.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ძალადობით, თავისუფალი შეკრების და აზრის გამოხატვის აკრძალვა, სერიოზულ პრობლემას შექმნის.
"საქართველო ადამიანის უფლებების დასაცავად უკვე ას წელზე მეტია იბრძვის. ზოგიერთებს სურთ ძალადობის გამოყენებით ხელი შეუშალონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, როგორიცაა თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება. რა თქმა უნდა ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომელთაც აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, ძალადობის გამოხატვის გარეშე, იმისათვის, რომ ადამიანებმა თავიანთი ფუნდამენტური უფლებები გამოხატონ," - განაცხადა კელი დეგნანმა.