17 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
"წარმოუდგენელია მამუკა ხაზარაძე "ლეიბორისტებს" იცავს, მაგრამ სამართლიანობა ასეა" - რატომ არ დაუჭირა "ლელომ" მხარიი ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში

86 ხმით სამის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. პროექტი ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებული იყო, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პარტია "ლელომ" თავი შეიკავეს, ოპოზიციის მეორე ნაწილის შეფასებით კი კანონი პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მისთვის მიუღებელი იყო.

"ჩვენთვის რამდენიმე ფაქტორი გახდა იქ მიუღებელი და ამიტომ არ მივიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში.

ეს იყო მაჟორიტარებთან დაკავშირებით უცბად 40 პროცენტიანი თემის შემოვარდნა, რაც არ განხილულა ინტენსიურად და ბოლო დღეს იქნა ჩაწერილი და ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტში ვიცით ერთადერთი ციფრი, ეს არის 43 პროცენტი, სხვა პროცენტზე საუბარი არ ყოფილა. ასევე ჩვენთვის მიუღებელია პატარა პარტიების დასჯა, ხომ წარმოუდგენელია, რომ მამუკა ხაზარაძე "ლეიბორისტული პარტიის" ინტერესებს იცავს, მაგრამ ასეა სამართლიანობა და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს.

ამიტომ გადავწყვიტეთ სიურპრიზების გამო არ ვყოფილიყავით უბრალოდ ხელის მომწერები და შევიკავეთ თავი. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით შარლ მიშელის დოკუმენტს და ამას ვითხოვთ ყველასგან,"- განაცხადა ხაზარაძემ.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ კანონპროექტი მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს მოერგო და ამიტომ ენმ -სთვის ეს წითელი ხაზია.

დღის ამბები