"გირჩმა" პარტიის და სამეფოს თავკაცი წარადგინა. პარტიის ლიდერებმა მედიას თბილისის საკრებულოს წევრობის ორი კანდიდატი ოთო ზაკალაშვილი და ჰერმან საბო წარუდგინეს. ზაკალაშვილი საარჩევნო კამპანიასაც უხელმძღვანელებს.
პარტიის აქტიური საარჩევნო კამპანია აგვისტოს თვეში დაიწყება, თუმცა მანამდე "გირჩმა" პრაიმერი უნდა ჩაატაროს.
პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "გირჩში" თვითმმართველობის არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
"მთავარი ამბავი რაც მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაპირებთ არც მაჟორიტარების და არც მერების კანდიდატების დაყენებას, ჩვენთვის ეს არჩევნები არის საპარლამენტო არჩევნები,"- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.