19 მაისი 2024,   20:40
ვრცლად
სრულყოფილი ინფორმაცია, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, მომავალ კვირას გექნებათ - კახა კალაძე 

იქნება თუ არა კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატი მომდევნო არჩევნებზე? - თბილისის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი ამასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია,“ - აცხადებს კახა კალაძე. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ კახა კალაძე არის მერობის ერთადერთი კანდიდატი და მას "ქართული ოცნების" სრული მხარდაჭერა აქვს. თუმცა, როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, პარტია მის თანმხობას ელოდება. 

"მერობის კანდიდატი პარტიიდან არის ერთადერთი, ეს არის კახი კალაძე პირდაპირ გეტყვით, უბრალოდ ჩვენ ველოდებით ბატონი კახისგან რომ თანხმობა მოგვცეს ამაზე და შესაბამისად მოხდება წარდგენა. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, არავინ არ განიხილებოდა და არც განიხილება დღეს. ჩვენი მხრიდან არის მხარდაჭერა ბატონი კახის მიმართ,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუამ. 

დღის ამბები