პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დამტკიცების კენჭისყრაში "ლელოს" მონაწილეობის არ მიღება, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა არ არის.
"ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას წინმსწრებად ისეთი დოკუმენტის მიღებაში, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მმართველმა ძალამ სამომავლოდ არჩევნებისთვის, როგორც საკუთარი სხვადასხვა საკმაოდ ბნელი გეგმების განხორციელების გამთეთრებელ საშუალებად.
"ქართულ ოცნებას" მე შევახსენებ, რომ სანამ იტყვიან კარგად დაფიქრდნენ ვინ ვისი სატელიტია, ვინ ვის თამაშს თამაშობს და საერთოდ, ვინ რა მანძილით დაშორდა დემოკრატიის ამ ანბანს. "ქართულმა ოცნებამ" როგორ შეიძლება ჩვენზე რამე თქვას," - ამბობს არმაზ ახვლედიანი.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ."