17 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ენმ ყველასთან ითანამშრომლებს ვისთანაც შეთანხმება შედგება - გიორგი ბოტკოველი თვითმმართველობის არჩევნებზე

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს და ენმ მზად არის თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატთან დაკავშირებით ყველა პარტიასთან ითანამშრომლოს. გამონაკლისის სახით კი პარტია "საქართველოსთვის" ასახელებს, რადგან, მისი განმარტებით, გიორგი გახარია თანაბრად პასუხისმგებელია ყველა იმ შეცდომაზე რაც "ქართულმა ოცნებამ" დაუშვა. 

"ენმ ყველასთან ითანამშრომლებს ვისთანაც შეთანხმება შედგება. გახარიას გუნდის პოზიცია ჩვენთვის მიუღებელია, ისიც ისევეა პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, რაც "ქართულმა ოცნებამ" დამართა აქ ადამიანებს. 

რა მოგვიტანა შარლ მიშელის დოკუმენტმა?- ამან დაგვანახა ის რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთი ოპოზიციური ძალა ერთი ხმით მზად ვართ, რომ ვთქვათ ერთობას ალტერნატივა არ გააჩნია,"-აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

დღის ამბები