17 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
საზოგადოების დიდი ნაწილი არ იზიარებს პრაიდის ჩატარებას, კარგი იქნება გაითვალისწინონ - გივი მიქანაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას იზიარებს.

"ამ შემთხვევაში თბილისი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ვიზიარებ კახა კალაძის განცხადებას. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი გარკვეულ წაქეზებად აღიქვამს ამ საკითხს. 

მე არ ვამბობ, რომ ეს არ უნდა გაიმართოს. საზოგადოების დიდი ნაწილი არ იზიარებს ამ ღონისძიების ჩატარების აუცილებლობას, თუმცა არის ჯგუფი, რომელსაც უნდა. 

შესაბამისად მათ სიტყვის, აზრის გამოხატვის უფლება აქვთ და ეს დაცულიც იქნება. თუმცა ამ ადამიანებმა კარგი იქნება გაითვალისწინონ რატომ აქვს საზოგადოებას სურვილი, რომ არ გაიმართოს. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის მიუღებელი. 

ერთი ადამიანის უფლებები მთავრდება იქ სადაც იწყება მეორე ადამიანის უფლებები,"- აღნიშა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები