19 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ქართული კინოს გამორჩეულ მსახიობს დოდო აბაშიძეს, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში გაიხსენებენ

ქართული კინოს გამორჩეულ მსახიობს და კინორეჟისორს დოდო აბაშიძეს, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში გაიხსენებენ.

"მე ძალიან მიხარია, რომ დოდოს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. გაიხსენებენ მისი მეგობრები, მისი კოლეგები, თუმცა ბევრნი აღარ არიან ამ ქვეყანაზე, სამწუხაროდ. მე ვფიქრობ, რომ ამას უკვე არამარტო ხსოვნის საღამოზე შეიძლება დავარქვათ, არამედ საგანმანათლებლო, იმიტომ, რომ კარგად მოგეხსენებათ, თანამედროვე ახალგაზრდებმა ნაკლებად იციან ჩვენი ისტორია, ჩვენი კინოს ისტორია,"- ამბობს ისტორიკოსი, დოდო აბაშიძის შვილი ზაზა აბაშიძე.

საღამოზე ახალი თაობის მაყურებელი კიდევ ერთხელ აღმოაჩენს დიდ ქართველ არტისტს, უფროსი თაობა კი გაიხსენებს მის წარუშლელ ღვაწლს ქართული კინოს ისტორიაში.

"ამ დარბაზში იგეგმება დოდო აბაშიძის საღამო, ვიხსენებთ დოდო აბაშიძეს. გენიალური არტისტი თავისი გენიალური პერსონით. გვექნება იმპროვიზაციული, წარმოსახვითი გადასაღები მოედანი,"- ამბობს რეჟისორი თინათინ კორძაძე.

დღის ამბები