NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა სამხრეთ კავკასიაში გასული წელს მიმდინარე პროცესები შეაფასეს. მათ შორის აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო კონფლიქტი და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი.
საქართველოსთან დაკავშირებით დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობას. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და ამერიკის კონგრესის წევრმა ჯერალდ ო კონოლმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსადმი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ურყევი მხარდაჭერა.
"მნიშნველოვანია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება NATO-ს პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ეს ღირებულებები ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების მთავარი მამოძრავებელი უნდა იყოს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს დაიცვას თავი რუსეთის აგრესიული ქმედებებისგან. ვადასტურებთ ასამბლეის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლის მიზნით, საქართველომ უნდა განაგრძოს მუშაობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდაციისთვის და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად," - განაცხადა NATO-ს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტმა ჯერალდ ო კონოლმა.