17 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის მიღება მისი პარტიის აკრძალვის პროცესია

პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის მიღებას კიდევ ერთხელ ეხმაურება შალვა ნათელაშვილი.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ ეს მისი პარტიის აკრძალვის პროცესია.

ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც საკანონდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს "ქართულ ოცნებაზე" მიყიდულები უწოდა. შალვა ნათელაშვილის კრიტიკის სამიზნე დღეს კიდევ ერთხელ გახდა ამერიკის ელჩი.

"ველოდით, რომ აშშ-ის ელჩი საპროტესტო განცხადებას გააკეთებდა. სამაგიეროდ ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, რომ თურმე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ამის გამო მე იძულებული ვარ განვაცხადო, რომ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შეთანხმდა საკითხი, რომ "ლეიბორისტულ პარტიას" ეყოლებოდა კომისიის წევრები 3 700 საარჩევნო უბანში,"- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის განცხადებას, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი გამოეხმაურა.

"მე არ მომისმენია ბატონი შალვა ნათელაშვილის კომენტარი, ძალიან პოზიტიური იყო, რომ საარჩევნო კანონმდებლობის განხილვის პროცესი იყო ინკლუზიური და მოიცავდა სხვადასხვა წარმომადგენლებს და საბოლოოდ შემუშავდა ეს კანონპროექტი, თუმცა დაემატა ის პუნქტები, რაც არ იყო წარმოდგენილი 19 აპრილის შეთანმხებაში და ბევრმა არ დაუჭირა მხარი,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

დღის ამბები