02 სექტემბერი 2026,   00:17
ვრცლად
პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ განწესებისთვის ემზადებიან - მწვავე კრიტიკის ფონზე პროცესი შეუფერხებლად გრძელდება

პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ განწესებისთვის ემზადებიან - დღეს საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კანდიდატების დოკუმენტაციას შეისწავლის.

ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ დაიწყება გასაუბრების, მოგვიანებით კი კენჭისყრის ეტაპები. სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. მოსამართლეთა კორპუსის და "ქართული ოცნების" გარდა, პროცესის შეჩერებას ითხოვს ყველა - მთავარი არგუმენტი 19 აპრილის, იგივე შარლ მიშელის შეთანხმებაა.

კელი დეგნანი მიშელის დოკუმენტის შესრულების ერთ-ერთ ინდიკატორად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცებას მიიჩნევს. სასამართლო სისტემაზე საუბრისას ამერიკელი დიპლომატი დღეს 300-მდე მოსამართლის ერთობლივ განცხადებასაც გამოეხმაურა.

პროტესტის მიუხედავად, სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო სექტორთან ერთად ოპოზიციის კვოტებიც გაიწერა, თუმცა ის სავარაუდოდ აუთვისებელი დარჩება. კომიტეტის სხდომიდან ბოიკოტის ნიშნად გამოსულმა ოპოზიციამ მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე ერთობლივი განცხადება გააკეთა.

სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა დღესვე გამართა, ოპოზიციის გარეშე. კვირის ბოლოსთვის კი, კანონმდებლები მოსამართლეთა ინდივიდუალური გასაუბრების განრიგს გაწერენ.

 

დღის ამბები