19 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ბერძენი მსახიობის შემდეგ ქართველი პატიმრის მკვლელობა - ბერძნული მედიის ტოპ-თემა კვლავ საქართველოს მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულია

ბერძნული მედიის ტოპ-თემა ისევ საქართველოს მოქალაქეა, დავით მურჯიკნელმა ცნობილი ბერძენი მსახიობის მკვლელობის შემდეგ კიდევ ერთი ადამიანი მოკლა, მურჯიკნელმა სასიკვდილოდ ამჯერად საქართველოს მოქალაქე გაიმეტა, რომელთან ერთადაც ციხეში იჯდა. დანაშაული კუნძულ კრეტას აგეას ციხეში მოხდა, სადაც სასჯელს, ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულები იხდიან.

საინტერესო დეტალი - კუნძულზე მდებარე ციხეში ქართველი კრიმინალებისთვის სპეციალური ფლიგელია გამოყოფილი. მოკლული ბესიკ ლომთაძეა, მას ციხე ექვს თვეში უნდა დაეტოვებინა.  აგიას ციხეში ქართველების ფლიგელში ბესიკ ლომთაძე მურჯიკნელმა ხელნაკეთი დანით შურისძიების მოტივით მოკლა.

გარდაცვლილის ახლობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. "კურიერის" ინფორმაციით, ისინი საბერძნეთში ჩასვლას გეგმავენ.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები