17 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების უარი საარჩევნო კოდექსს - რა არგუმენტები ჰქონდა ოპოზიციას "ქართული ოცნების" ბრალდების საპასუხოდ

"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობასა" და პარტია "ლელოს" პოლიტიკურ ალიანსში ადანაშაულებს. ამ ბრალდებით უპასუხა მმართველმა გუნდმა ოპოზიციური პარტიების უარს საარჩევნო კოდექსის მიღებისთვის მხარი დაეჭირათ.

საარჩევნო კოდექსი, რომელზეც პოლიტიკოსები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და რომლის მიღება შარლ მიშელის დოკუმენტითაც არის გათვალისწინებული, ისევ პოლიტიკური დაპირისპირების საგანია.

"ქართულ ოცნებაში" "ნაციონალურმა მოძრაობის" გადაწყვეტილება არ გაკვირვებიათ, განსხვავებით "ლელოს" პოზიციისგან - პარტია 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერია. ცვლილებების მოწინააღმდეგეებს კი საკუთარი არგუმენტები აქვთ თუ რატომ თქვეს უარი კანონზე, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება.

საარჩევნო კოდექსის საბოლოოდ რედაქტირებული ვერსია ცვლილებების 20 პუნქტს მოიცავს. პარტიებმა 8 თვიანი მუშაობის შედეგი 81 გვერდიან დოკუმენტში ასახეს. საარჩევნო კოდექსი პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ 86 ხმით 3 წინააღმდეგ მიიღო.

დღის ამბები