"გირჩი" საარჩევნო მარათონში ტრადიციული არასტანდარტულობით ერთვება.
ზურა ჯაფარიძესთან "გაყრის" შემდეგ, პარტია ახლა ცდილობს ახალგაზრდა ელექტორატს კრეატიული უპირატესობა დაუმტკიცოს. საარჩევნო კამპანიის ახალი, პროგრამისტი ხელმძღვანელი შეეცდება განავითაროს პარტიული კრიპტო ვალუტა, რომლის სიძლიერეც დამოკიდებული იქნება პოლიტიკური გუნდის არჩევნებში წარმატებაზე.
"გირჩს" სურს დაამტკიცოს, რომ პარლამენტში ლეგიტიმურად იმყოფებიან და რომ მათი გუნდი გამორჩეულად კრეატიულია. წარმატებად კი ჩაითვლება სულ მცირე იმ შედეგის გამეორება, რაც ოქტომბერში დაფიქსირდა.