19 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
შესაძლებელია ვიმსჯელოთ სასჯელის გამკაცრებაზეც სექსუალურ ძალადობასთან მიმართებით - გოგა ხატიაშვილი

უნდა გამკაცრდეს თუ არა არასრულწლოვანის გაუპატიურების ან სხვაგვარი სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისთვის სასჯელი. ამ თემასთან დაკავშირებით იურისტებმა და უფლებადამცველებმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრეს.

როგორც იურისტმა გოგა ხატიაშვილმა განაცხადა, შესაძლებელია სასჯელის გამკაცრებაზე საუბრის დაწყება, თუმცა მას უფრო პრიორიტეტულად მიაჩნია, გამოვლენისა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურება:

"არასრულწლოვნის გაუპატიურებას ერთ-ერთ სასჯელად აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოსამართლეზეა დამოკიდებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რა სასჯელს აირჩევს და დანარჩენი ტიპის სექსუალურ ძალადობაზე არის მკაცრი სასჯელები, თუმცა სხვა დანაშაულები უვადო თავისუფლების აღკვეთით არ ისჯება.

შესაძლებელია, რომ ვიმსჯელოთ სასჯელის გამკაცრებაზეც სხვა ტიპის სექსუალურ ძალადობასთან მიმართებით. მათ შორის, როგორიცაა გარყვნილი ქმედება 16 წლის მიუღწეველ პირთან. მე სასჯელის გამკაცრებაზე უფრო პრიორიტეტულად მიმაჩნია, გამოვლენის და პრევენციული ღონისძიებები გააქტიურება," - განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.

დღის ამბები