ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის ძირითადი შეხვედრები ტარდება. მთავარი საკითხი, რის დაყენებასაც ქართული მხარე აპირებს - საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებაა. ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
შეგახსენებთ, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებები აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და ის ერთადერთი ფორმატია, სადაც რუსეთი და საქართველო ყველაზე აქტუალურ თემებს პარტნიორებთან ერთად განიხილავენ.