საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი ჟენევაში - ქართული მხარე შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრების, ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხს დააყენებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარასელია იმედოვნებს, რომ შეხვედრაზე ჰუმანიტარული საკითხები პოლიტიკისგან გაიმიჯნება.
ამასთან, ზაზა გახელაძის ოჯახი იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკება შედეგს გამოიღებს. გარდა ამისა, ზაზა გახელაძის მეუღლის თქმით, ისინი დღეს პატრიარქის წერილს ელოდებიან.
"ალბათ კიდევ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლება ჩვენს საქმეში. თუნდაც ერთი ნაბიჯი რომ გადაიდგას ამ საქმესთან დაკავშირებით, ესეც დიდი წარმატებაა ჩვენთვის. ვფიქრობთ, რომ ეს ფორმატები, რომელიც არსებობს - ჟენევის, ერგნეთის, რაღაც შედეგს დადებს. დღეს ველოდებით პატრიარქის წერილსაც," - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა.