დედაქალაქიდს მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე წარდგენილ ანგარიშებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, ბოლო 2 წელი პანდემიის გამო რთული იყო, თუმცა გარკვეული პროექტების დასრულება მაინც მოხერხდა.
"პანდემიის მიუხედავად, საკმაოდ მაღალი აქტივობა გვქონდა ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. დავიწყეთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სხვადასხვა სახის პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა, მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა.
სამწუხაროდ მძიმე ორ წლიანი პერიოდი ჰქონდა ეკონომიკის სექტორს პანდემიის გამო. ძალიან ამბიციური, მასშტაბური გეგმები გვქონდა და პროექტები იყო დაგეგმილი. ამაზე ჩვენ 2020 წელს ვისაუბრეთ, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე მოგვიწია ამ პროექტების გადადება, იმიტომ, რომ თანხები მიმართული იქნა სხვადასხვა უფრო მნიშვნელოვან და პრიორიტეტული მიმართულებით,"- განაცხადა კახა კალაძემ.