17 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ჩხრეკა-ამოღების წესთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად ემზადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად ემზადება.

არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის მიერ ჩხრეკასთან დაკავშირებით მიღებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ახალი კანონი ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უფლებების დაცვას. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები, რომელიც ეხება ჩხრეკა-ამოღების სტანდარტს, მნიშვნელოვნად არ აუმჯობესებს არსებულ კანონმდებლობას და ისევ ტოვებს იმ ხარვეზს, რომელიც აქამდე არსებობდა. 

როგორც ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, პარლამენტმა არ გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაცია და მითითება და სავალდებულო არ გახადა ჩხრეკა-ამოღების დროს ნეიტრალური მტკიცებულების და ნეიტრალური მოწმის წარგდენა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლების განცხადებას, მმართველ პარტიაში უპასუხეს. უმრავლესობის წევრები არასამათავრობო ორგანიზაციას ურჩევენ არგუმენტები საკომიტეტო მოსმენებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინოს. 

ჩხრეკა-ამოღების წესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

დღის ამბები