მოახლოებულ "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა პოლიტიკური სპექტრში.
პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს და ამბობს, რომ მისგან უნდა მოისმინოს საზოგადოებამ, რას აპირებს ხელისუფლება იმისათვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს.
"შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა მოვიდეს პარლამენტში და უნდა მოვისმინოთ მისგან, რას აპირებს სამინისტრო, რას აპირებს ხელისუფლება, რომ დაიცვას ამ ადამიანების უსაფრთხოება. ჩვენ გვესმის ძალიან სახიფათო ძალადობისკენ მოწოდებები, მარგინალური ჯგუფებისგან, ფაშისტური ჯგუფებისგან, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ შეკრებას, იძალადებენ, თავს დაესხმებიან. ამასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხები გვჭირდება სამინისტროსგან,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.