03 მაისი 2024,   08:51
ვრცლად
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში მეხის ჩამოვარდნის დროს ხანძარი გაჩნდა

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში მეხის ჩამოვარდნის დროს ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ხეებს უკიდია.

ნაკრძალის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს და რამდენიმე ჯგუფი ხანძრის ზონაში მისვლას ფეხით ცდილობს. 

"ფეხით მივდივართ რამდენიმე კილომეტრია სავალი, არ ვიცით რა მასშტაბზეა ხანძარი. სამაშველო სამსახურიც მობილიზებულია და ადგილზე რომ მივალთ უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება," - განაცხადა ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის წარმომადგენელმა ვაჟა ჩერქეზიშვილმა.

დღის ამბები