17 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
არ ველოდები, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგად დაუყოვნებლად მოხდება გახელაძის ციხიდან გამოშვება, მაგრამ იმედი მაქვს, დისკუსია ხელს შეუწყობს პროცესს - ტოივო კლაარი

4 საათზე მეტია ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი მიმდინარეობს. მხარეები ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ჯგუფებში მუშაობენ. ქართული მხარე შეხვედრაზე დღის წესრიგში საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუასა და გენადი ბესტაევის გათავისუფლებას დააყენებს.

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ზაზა გახელაძის გათავისუფლებას სწორედ ამ მოლაპარაკებებმა შუწყოს ხელი.

"ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხს აუცილებლად განვიხილავთ. ევროკავშირის მხრიდან ჩვენ ეს თემა წამოვჭერით არაერთ ფორმატში. ზაზა გახელაძე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს და თან – ძალიან სწრაფად. თითქმის ერთი წელი გავიდა საქართველოს მოქალაქის დაკავებიდან. ნამდვილად არის მისი გათავისუფლების დრო.

მე არ ველოდები, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგად დაუყოვნებლად მოხდება გახელაძის ციხიდან გამოშვება, მაგრამ იმედი მაქვს, ეს შეხვედრა და დისკუსია ხელს შეუწყობს პროცესს. ჟენევის მოლაპარაკებები უნიკალურია, ამიტომაც უნდა შევინარჩუნოთ ის. ზოგჯერ, შესაძლოა, იმედგაცრუებულები ვიყოთ პროგრესის თვალსაზრისით, მაგრამ მე ყოველთვის მაქვს იმედი, რომ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ კარგ სარგებელს მივიღებთ ამ ფორმატისგან მნიშვნელოვან საკითხებზე. ახლა, შესაძლოა, ვხედავდეთ, რომ პროცესი მნიშვნელოვნად არ მიდის წინ, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ფორმატი მომავლის ხედვით, რომელშიც აუცილებლად გვექნება უფრო მეტი წინსვლა," - განაცხადა ტოივო კლაარმა.

 

დღის ამბები