17 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
"მნიშვნელოვანი იქნება, ახლა პროცესში არ მივიღოთ ახალი თამარ ჟვანია და არ დავუშვათ ეს ვითარება" - ლევან ბეჟაშვილი ცესკოს თავმჯდომარის გადადგომაზე

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი "დღის კურიერის" ეთერში თამარ ჟვანიას მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. როგორც ლევან ბეჟაშვილი ამბობს, "ნაციონალური მოძრაობა" თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებას მიესალმება.

"ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ საზოგადოებას გარკვეულწილად ნდობა დაუბრუნდეს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნების მიმართ. ამისათვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ ახლა ამ პროცესში არ მივიღოთ ახალი თამარ ჟვანია და არ დავუშვათ ეს ვითარება.

ეს, ბუნებრივია, შეიძლება მისი პირადი გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებული არის სწორედ პოლიტიკური ოპოზიციის სამოქალაქო აქტივისტების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით და ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელობა არა აქვს, პირადად მან დაწერა განცხადება თუ ვინმემ გაათავისუფლებინა, მთავარია, რომ თამარ ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღარ იქნება და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ახალი არჩევნების პროცედურით შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც მეტ ნდობას დაიმსახურებს საზოგადოებაში," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები