17 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
"დანგრეული რეპუტაციით "ქართული ოცნებისთვისაც" არ იქნებოდა ხელსაყრელი და მისაღები ადამიანი, მით უმეტეს ოქტომბრის არჩევნები მოდის" - სერგო ჩიხლაძე თამარ ჟვანიაზე  

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ის, რომ თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარის პოსტს დატოვებდა, მოსალოდნელი იყო.

როგორც სერგო ჩიხლაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, თამარ ჟვანია საკუთარი იმიჯით მმართველ გუნდსაც დააზიანებდა.

"17 წევრი იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საიდანაც 8 წევრი იქნება  ოპოზიციის და 8 დამოუკიდებელი პროფესიონალი. 2/3-ით მოხდება გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ, ქალბატონი თამარ ჟვანია იქნება თუ სხვა ვინმე, მას ის ძალაუფლება და ბერკეტები, რაც ადრე, ვეღარ ექნებოდა, ამიტომაც ჩვენ შედარებით მშვიდად ვიყავით.

მეორე მომენტია, თამარ ჟვანია თავისი გაფუჭებული იმიჯით და დანგრეული რეპუტაციით "ქართული ოცნებისთვისაც" არ იქნებოდა ხელსაყრელი და მისაღები ადამიანი, მით უმეტეს, ოქტომბრის არჩევნები მოდის და ეს ისევ თამარ ჟვანიას ეგიდით ჩატარება მიუღებელი იქნებოდა თვითონ მმართველი გუნდისთვისაც და ჩვენ ერთადერთი ვიყავით, ვინც ამას ვამბობდით და ასევე 2 თვის წინ ვაანონსებდით, რომ ეს დღე დადგებოდა," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ  "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები