პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური თამარ ჟვანიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
"თამარ ჟვანიას ეკუთვნის მადლობა მართლაც იმ გმირული სამუშაოსთვის, რომელიც მან ერთი მხრივ, როგორც საარჩევნო ორგანიზატორმა შეასრულა და მეორე მხრივ, იმ ნიაღვარისთვის, იმ სიცრუის ტირაჟირებისთვის და შეურაცხყოფისთვის, რომელიც მისი მისამართით მიემართობოდა ოპოზიციის და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ეს იყო ორკესტრირებული შეტევა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხყოფას ეფუძნებოდა. დიახ, ასეთი დიდი წნების ქვეშ უწევდა ქალბატონ ჟვანიას მუშაობა,"- აღნიშნა "დღის კურიერში" ალუდა ღუდუშაურმა.
კითხვაზე, ცესკოს თავმჯდომარის მიმართ არსებული პრეტენზიები გახდა თუ არა ჟვანიას გადაწყვეტილების მიზეზი, ალუდა ღუდუშაურმა "დღის კურიერში" თქვა, რომ მან თამარ ჟვანიას გადაწყვეტილების მიზეზი არ იცის.