თამარ ჟვანიას გადადგომას არასამთავრობოები აფასებენ. მესამე სექტორი თვლის, რომ ცესკოში სისტემური ცვლილებებია საჭირო და ერთი ადამიანის პოსტიდან წასვლა ვითარებას ვერ შეცვლის.
"თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, წაადგება საარჩევნო პროცესებს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ადამიანის საკითხი არ იყო და საარჩევნო ადმინისტრაციის მთლიან ცვლილებაზე ვსაუბრობდით," - აღნიშნავს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.
არასამთავრობოები ასევე თვლიან, რომ თამარ ჟვანიას გადადგომა შესაძლოა, ხელისუფლებისთვის იყოს ხელსაყრელი.
"თამარ ჟვანიას გადადგომა, შესაძლებელია, ეს მისი პირადი ინტერესი ყოფილიყოს, ან ხელისუფლებისთვის ყოფილიყო ეს ხელსაყრელი, იმ პირობებში, როდესაც მის მიმართ საზოგადოების მხრიდან ნდობა საკმაოდ დაბალი იყო," - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.
თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის პოსტი დღეს დატოვა. შესაბამისად, ხვალიდან ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარის გარეშე დარჩება.