საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ განაგრძობს NATO-სთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმის გამოყენებას.
იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ ალიანსის მხარდაჭერა. ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში წარმოებული მისიებისთვის.