17 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
საპატრიარქო "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ - რას მოუწოდებს 16 ქვეყნის საელჩო, გაერო და ევროკავშირი ხელისუფლებას

"დაიცავით შეკრების უფლება პრაიდის კვირეულზე" - მიმართვის ავტორი 16 პარტნიორი ქვეყნის საელჩოსთან ერთად, გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლობაა.

დიპლომატები მიმართავენ მთავრობას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციას და ცრურწმენებს, მიიღონ ზომები ძალადობის აღსაკვეთად. ამ განცხადების ავტორებს, ერთი დღით ადრე მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ მიმართა და მოუწოდა თავი შეეკავებინათ თბილისი პრაიდის მხარდაჭერისა და წახალისებისაგან.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, თუმცა მეორე მხრივ, ლგბტქ თემზე საუბრისას გამოყენებულია ისეთი ფრაზები როგორიცაა - მძიმე ცოდვის ლეგალიზება, აბსოლიტური უმრავლესობის უფლებების შელახვა, ცოდვილები, ცოდვით თავმომწონეობასა და სხვა.

განცხადებას "თბილისი პრაიდმა" ძალადობისკენ მოწოდება უწოდა. 

ქვეყნის სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ "თბილისი პრაიდი" ფიზიკური თავდასხმის გარეშე ჩაივლის.

თბილისი პრაიდის ღონისძიებები ქვეყანაში ხვალიდან იწყება. "პრაიდ კვირეული" 5 ივლისს "ღირსების მარშით" დასრულდება. დაანონსებულია კონტრაქციაც, რომელიც ლგბტქ თემის მოწინააღმდეგეებმა უნდა გამართონ.

დღის ამბები