"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაციას "რუსთავი 2"-თან მისი ადვოკატი ვალერი გელბახიანი ადასტურებს.
მისი თქმით, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.