20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
არც ჩემი და არც სხვა ელჩების გადასაწყვეტი არ არის გაიმართება თუ არა პრაიდი - ჰუბერტ ქნირში

თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო - დღეს პირველი ღონისძიება გაიმართება. წელს პრაიდის მთავარი გზავნილია სოლიდარობა.

ქვიარ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები უმცირესობების შევიწროვებას კიდევ ერთხელ აპროტესტებენ და საზოგადოებაში თანასწორობას მოითხოვენ.

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, მათ შორის მთავარი 5 ივლისს სოლიდარობის მარში იქნება. თბილისი პრაიდის შესახებ დილიდან კეთდება განცხადებები, მათ შორის დიპლომატების მხრიდან.

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ შეკრების უფლება კონსტიტუციის მიხედვით ყველა ადამიანის უფლებაა.

"არც ჩემი და არც სხვა ელჩების გადასაწყვეტი არ არის გაიმართება თუ არა პრაიდი, ეს ორგანიზატორების გადასაწყვეტია. შეკრების უფლება კი ის უფლებაა, რომელიც კონსტიტუციამ განსაზღვრა,"- აღნიშნა ქნირშმა.

დღის ამბები