20 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
რაც უფრო მეტია აგრესია, მით მეტია აქ რუსეთი და უფრო ნაკლებია ევროპა და ცივილიზაცია - რომან გოცირიძე პრაიდზე

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ პრაიდის ღონისძიებებთან დაკავშირებით მისაღები განცხადება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. 

"ხელისუფლების პოზიცია არის სამარცხვინო, დეპუტატები, რომლებიც პარლამენტის კორიდორებში დადიან და ამბობენ, რომ კანონი უნდა აღსრულდეს შესაბამის გარემოებათა დადგომის შემდგომო, აქცია არ უნდა ჩატარდეს, ვინაიდან ახლა ამის დრო არ არისო. 

ყველა ამბობს, რომ გამოხატვის უფლება აქვთ და ეს რა განცხადებაა?! კობახიძემაც თქვა, ახლა არ უნდა გააკეთონ, რადგან იქით ბნელები და შავრაზმელები მიუვარდებიან და ამის გამო ახლა არ უნდა გააკეთონ ეს, ვითარება დაიძაბებაო - ეს არის ამათი განცხადებები.

ერთადერთი სწორი განცხადებაა, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

რაც უფრო მეტია აგრესია, მით მეტია აქ რუსეთი და მით უფრო ნაკლებია ევროპა და ცივილიზაცია. იმედია საზოგადოება აიძულებს ხელისუფლებას მსგავსი აგრესიული ჯგუფები არ გამოჩნდნენ და არ დაარღვიონ დღის წესრიგი," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები